Sunday, July 18, 2010

ჰიგიენს დაცვა

პროექტის სახელი: ჰიგიენის დაცვა
პროექტის ავტორი: მარინა ჯაშიაშვილი
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია ჯანსაღი თაობის აღრზდა.
პროექტის ვრცელი აღწერა: ეს პროექტი მიზნად ისახავს ჰიგიენის ნორმების დაცვას, რაც ბავშვის ფიზიკური აღზრის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, სადაც წამყვანი ჯერ მშობლებს და შემდეგ მასწავლებლებს ეკუთვნის. ჰიგიენ ის სწავლება და დაცვა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას „აღვიძებს’’ღამის ძილისაგან მოდუნებულ გონებას და კუნთებს, ორგანიზმს ავსებს მხნეობით და ამზადებს მას ფიზიკური და გონებრივი აქტიურობისათვის.
პროექტში მონაწილე ბავშვები პირველ ეტპზე მოიძიებენ მასალებს ბიბლიოთეკისა და ისტ-ის ტექნოლოგიების მეშვეობით. მეორე ეტაპზე ბავშვები წარმოადგენენ თავიაანთ ნამუშევრებს და მოძიებულ ინფორმაციას. (თავისუფალი თემები, ნახატები, ფოტო მასალა). მესამე ეტაპზე პრობლემის გადასაჭრელად ბავშვები:
ა)იღებენ ინტერვიუებს.
ბ)ეწყობა რაიმე ფილმის ჩვენება.
გ)ადგენენ პრობლემების ანალიზის სქემას.
ბოლოს ბავშვები აწყობენ გამოფენას, ვიქტორინას და ქმნიან წიგნს.
მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავია.
ვადები/ხანგრძლივობა: 2010 წლის ოქტომბრიდან 4/5თვის განმავლობაში.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში და კლასის გარეთ: - ფიზიკური აქტივობა, სწოლრი კვება, სხეულის გარეგნული მოვლის პროცედურები, ინტელექტუალური ვიქტორინა, „მხიარული სტარტები’’ და სხვა.
მოსალოდნელი შედეგები/პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაციები, შეჯიბრი, წიგნი.
სარგებელი სხვებისთვის: ჰიგინურ საკითხებში სწორად გარკვევა და სხვა ადამიანების დახმარება, მომავალი ჯანსაღი თაობის აღზრდა. პროექტის მონაწილე ორივე მხარე მიიღებს საინტერესო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობას, მოხდება მათი ერთმანეთთან დაახლოვება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდება საზოგადოებაში დამოკიდებულების ტრანსფორმაცია.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ფიზკულტურა, ბიოლოგია, საინფორმაციო ტექნოლოგები.
მონაწილეობა სხვა სკოლიდან: საღაშენის საბაზო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლები.
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: marinajasiasvili@gmail.com
თანაავტორთა ჯგუფი: მასწავლებლები და მშობლები.
პროექტის ფორუმი/დისკუსია: პროექტი ,,ჰიგიენის დაცვა.“
პროექტის ვებ-გვერდი: